,,უკონტაქტო პატრულირებას GPS რეგისტრატორები მოახდენენ“ -არჩილ თალაკვაძე

შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ დღეს ,,კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ სხვადასხვა დაჯარიმებისთვის არ იქნება საჭირო პატრულის უშუალოდ მისვლა მძღოლთან, ამას უკონტატქტო პატრულირება მოახდენს.
,,ჩვენ ვიწყებთ უკონტაქტო პატრულირების კომპონენტსაც, რომლის ფარგკებშიც ჩვეულებრივი ავტომობილები, მოქალაქეები და მოხალისეები. GPS რეგისტრატორებით და სიჩქარის დეტექტორებით მოახდენენ ჩვეულებრივად დარღვევების დაფიქსირებას, მაგრამ მათ კონტაქტი არ ექნებათ მოქალაქეებთან“ – განაცხადა თალაკვაძემ და ამის მაგალითად ევროპის წამყვანი სახელმწიფოები მოიყვანა.

თალაკვაძე კორუფიის რისკებს გამორიცხავს და ამბობს, რომ კორუფციის რისკები ვერ გაიზრდება რადგან ეს არის პროგრამულად რეგულირებული, ,,საპატრულო ეკიპაჟებს აქვთ კანონიერი დავალება რომ აღმოფხვრან ინციდენტები და რეაგირება მოახდინონ. ქულათა გამოკლება მოხდება პროგრამულად, ავტომატურად“ – აღნიშნა თაკავაძემ.

როგორ უნდა გაიგონ მძღოლებმა, რომ მას უთვლთვალებენ, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ამის შესახებ მძღოლები უკვე დღეიდან არიან ინფორმირებული. თალაკვაძის თქმით, დარღვევის შესახებ მძღოლს შეტყობინება მიუვა.

,,თუ თქვენ ზებრას ან ღერძულა ხაზსს გადაკვეთთ და მოწინააღმდეგე მხარეს დაიწყებთ მოძრაობას, ეს შეიძლება გადაიღონ უკონტაქტო პატრულირების ფარგლებში და მოხდეს დაჯარიმება. მძღოლს მიუვა შეტყობინება იმ ფორმით, როგორც ეს დღემდე ხდებოდა. ანალოგიური იქნება უკონტაქტო პატრულირების დროსაც. ასევე მოხდება დეტექტორების გადაადგილება, თუ მძღოლებმა იცოდნენ რომ გარკვეულ ბოძებზე იყო დეტექტორები მოხდება დღეს მისი გადაადგილება და სხვადასხვა პერიოდში იქნება მოთავსებული სხვადასხვა ადგილას, იქნება ეს ავტობანებზე თუ ქალაქში.

თქვენ შეიძლება დაგაჯარიმოთ პოლიციელმა, რომელიც გადაადგილდება ქალაქში, რომელიც გადადგილდება ავტომბილით, ან შეიძლება დაგაჯარიმოთ მოხალისემ, რომელიც ამ პროგრამაშია რეგისტრირებული და ატვირთავს შესაბამის ვებგვერდზე თქვენს დარღვევას. ეს მოხდება პერსონალურუი მონაცემებით, სამართიანობის პრინციპის დაცვით, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ გაასაჩივროთ და გექნებათ ინფორმაცია, როდის დაჯარიმდით და რა შემთხვევასთან დაკავშირებით“ – განმარტა თაკავაძემ.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს გადაწყვეტილებით, 2016 წლის პირველი იანვრიდან მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა შემოდის. როგორც შსს-ს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა სამინისტროში შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, ,,რამდენჯერაც მოქალაქე მოძრაობის წესს დარღვევს, პატრული გააჩერებს და დააჯარიმებს, მაგალითად ტელეფონზე საუბრისთვის, ეს შესაბამისი ქულის გამოკლებას ნიშნავს. დაჯარიმებისას კომპიუტერული პროგრამა ავტომატურად აკლებს ქულებს ამ 100 ქულიდან“.

banner
წინა სტატიაშიტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ დახვრიტილი რუსეთის მოქალაქე ჩეჩენია
შემდეგი სტატიარა მიზნით სწავლობენ ჯიხადისტები თვითმფრინავების მართვას?!