ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ დახვრიტილი რუსეთის მოქალაქე ჩეჩენია

იყო ნარკო დილერი

სასამართლომ ნემცოვის საქმეზე კადიროვის დაკითხვაზე უარი თქვა

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ დახვრიტილი რუსეთის მოქალაქე ჩეჩენია.

„დიახ ეს არის რუსეთის მოქალაქე, ჩეჩენი, მას თავი მოკვეთეს“ – უთხრა ჟურნალისტებს დღეს კადიროვმა. მან აღნიშნა, რომ არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ის იყო აისისში და მუშაობდა მათზე, არ მტკიცდება.

„მე ამის არ მჯერა, ის იქ იჯდა ისეთი სახით, თითქოს მას უთხრეს, რომ ჩვენ ეხლა შენ ვიდეოზე  გადაგიღებთ და მერე გაგიშვებთო“ – თქვა კადიროვმა

„ჩეჩნებს ახსოვთ, იციან და არ დატოვებენ ასე (უპასუხოდ). ისინი, ვინც ჩვენი მოქალაქე აწამა და ემუქრება ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, ბევრხანს არ იცოცხლებს. ჩვენ მათ იმ ქვეყნად გავამგზავრებთ ისე, რომ უკან ვერ მობრუნდნენ“ – განაცხადა კადიროვმა

2 დეკემბერს ამერიკულმა ტელეარხმა NBC-მ გამოაცხადა,  რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ ინტერნეტით გაავრცელა ვიდეო, როგორ მოკვეთეს თავი მამაკაცს, რომელსაც ბრალი დასდეს შპიონობაში.  ისრაილის რადიოს „არუც შევას“ მონაცემებით, საუბარია 23 წლის ჩეჩენზე, რომელიც სიკვდილის წინ აღიარებს, რომ სირიიდან და ერაყიდან გადასცემდა ინფორმაციას მოსკოვში რუსეთის იმ მოქალაქეებზე, რომლებიც იბრძოდნენ „ისლამურ სახელმწიფოში“.

უცხოური მედიის ინფორმაციით ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მიერ დახვრიტილი  რუსეთის მოქალაქე  ნარკოდილერი იყო.

banner
წინა სტატიაშისაკონსტიტუციო სასამართლო თეა წულუკიანს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს პასუხობს
შემდეგი სტატია,,უკონტაქტო პატრულირებას GPS რეგისტრატორები მოახდენენ“ -არჩილ თალაკვაძე