უკანონო ნადირობისა და აკრძალული იარაღის გამოყენების 248 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, გამოვლენილია უკანონო ნადირობისა და ნადირობისთვის აკრძალული იარაღის გამოყენების 248 ფაქტი გამოვლინდა.

დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 18 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით, ამოღებულია 201 ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობა ე.წ. “მანოკი”, რომლითაც მოქალქეების მიერ ხდებოდა გადამფრენი ფრინველების მოზიდვა და შემდეგ მათზე ნადირობა. ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით გადამფრენ ფრინველზე ნადირობა აკრძალულია, ვინაიდან “მანოკი” არის ფრინველების მასობრივი განადგურების საშუალება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მონადირეებს, არ გამოიყენონ ნადირობისთვის აკრძალული იარაღები.

banner
წინა სტატიაშისუს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატიაგიორგი მიქაუტაძე საკუთარი სტატუსის გამოყენებით ცდილობს მიიღოს უვადოდ მოსამართლის სტატუსი – ჯანეზაშვილი