გიორგი მიქაუტაძე საკუთარი სტატუსის გამოყენებით ცდილობს მიიღოს უვადოდ მოსამართლის სტატუსი – ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კონკურსში მონაწილეობს, რათა უვადოდ მიიღოს მოსამართლის სტატუსი. ეს ბუნებრივია, კითხვის ნიშნებს აჩენს, აქვს თუ არა მას მორალური უფლება – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, საბჭოს მდივანსა და ამჟამად საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი მიქაუტაძეს სამოსამართლეო კარიერის 10 წლიანი ვადა 2021 წელს ეწურება, თუმცა მიქაუტაძე საკუთარი სტატუსის გამოყენებით ცდილობს მიიღოს უვადოდ მოსამართლის სტატუსი.

ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, გიორგი მიქაუტაძესთან დაკავშირებით აქამდეც ყოფილა რამდენიმე საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნებს აჩენს მისი სტატუსის გამოყენებასთან დაკავშირებით. ნაზი ჯანეზაშვილმა მოქალაქეების – კახა ხაჩიძისა და თამარ ხაჭაპურიძის საქმე გაიხსენა

„აღნიშნულ საქმეს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა და მან კახა ხაჩიძე და თამარ ხაჭაპურიძე საქმეში გაამტყუნა. ამის შემდეგ მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი დაინიშნა უვადო მოსამართლედ. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას ამ საკითხის საბჭოს სხდომაზე განხილვისას, ის მაინც ესწრებოდა აღნიშნულ საბჭოს სხდომას. გარდა ამისა, შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული კავშირი, რომ ქართული მართლმსაჯულების გამო კახა ხაჩიძისა და თამარ ხაჭაპურიძის ოჯახს მოუწია თავშესაფრის მოძებნა საზღვარგარეთ. ეს ძალიან ცუდი ფაქტია“ , – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკანონო ნადირობისა და აკრძალული იარაღის გამოყენების 248 ფაქტი გამოვლინდა
შემდეგი სტატიაფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე გია თვალვაძის გარდა, კიდევ 5 პირია დაკავებული