,,უკაცრავად ბატონო პრეზიდენტო, მაშინ 4 თვით ადრე არ უნდა დაგენიშნათ არჩევნები, ჯერ ჩამოყლიბებულიყავით“

rezonansi

პრეზიდენტის და ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი გამოხმაურებები მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში. ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის თქმით, პრეზიდენტი ჯერ უნდა ჩამოყალიბებულიყო ოპოზიციასთან ერთად ცვლილებებზე და შემდეგ უნდა დაენიშნა არჩევნები.

“კანონმდებლობაში ცვლილებები და რაღაც სისტემური ცვლილებები, მას შემდეგ რაც გამოცხადებულია არჩევნები, დანიშნულია ეს არჩევნები და ეს არჩევნები პრეზიდენტმა დანიშნა 4 თვით ადრე და ჩვენ კამპანია დავიწყეთ 4 თვით ადრე და პრეზიდენტს თურმე ახლა გაახსენდა, თურმე რაღაც ცვლილებებზე შეიძლება იმუშაოს და რაღაც სამუშაო ჯგუფი შექმნას. უკაცრავად ბატონო პრეზიდენტო, მაშინ 4 თვით ადრე არ უნდა დაგენიშნათ არჩევნები და ჯერ ჩამოყალიბებულიყავით რა ცვლილებები გნებავთ კანონმდებლობაში განახორციელოთ ოპოზიციასთან ერთად,“ – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშილუკა ფეიქრიშვილი: წაიღეს ჩემი კომპიუტერი, გაჩხრიკეს სახლი
შემდეგი სტატიაპოლონეთში უცხოელებს დაუწყებენ მოსმენას