პოლონეთში უცხოელებს დაუწყებენ მოსმენას

პოლოენთის სენატმა მიიღო კანონი, რომელიც შიდა უსაფრთხოების სტრუქტურებს უფლებამოსლებას უზრდის – ადგილბრივი მედია წერს.
ახალი კანონით, შიდა უსაფრთხოების სააგენტო ტერორიზმთან ბრძოლის მთავარი კოორდინატორი ხდება და პასუხისმგებელია ქვეყნის ტერიტორიაზე ტერაქტების აღკვეთაზე. აქედან გამომდინარე, სპეცსამსახურებს უფლებამოსილებები გაეზარდათ. კერძოდ, კი, სააგენტოს ხელმძღვანელის მოთხოვნით შესაძლებელია უწყებამ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა მიიღოს, მაგალითად, საბანკო საიდუმლოზე, ასევე სხვადასხვა პერსონალურ ინფორმაციაზე. გარდა ამისა, სააგენტოს უფლება აქვს სამი თვის მანძილზე უცხოელების სატელეფონო დიალოგებს მოუსმინოს, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობაში არიან ჩართული.

banner
წინა სტატიაში,,უკაცრავად ბატონო პრეზიდენტო, მაშინ 4 თვით ადრე არ უნდა დაგენიშნათ არჩევნები, ჯერ ჩამოყლიბებულიყავით“
შემდეგი სტატიანინო კუზანოვმა პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა დატოვა