უგულავას საქმე – ”ველოდებით 16:30-ს” – გამართლება, სასჯელის შემცირება თუ პატიმრობა?

თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. მისი ადვოკატი პროცესის დაწყებამდე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ შესაძლოა სცენარი 4 მიმართულებით განვითარდეს:

“დღეს გიგის განაჩენის გამოცხადებაა სააპელაციო სასამართლოში, შესაძლებელია ოთხი ვარიანტი: გამართლება, სასჯელის შემცირება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და იმ ეპიზოდში გამტყუნებაც, რომელშიც გამართლებული იყო.
რამდენადაც გიგის პროცესთან დაკავშირებით ვნებათაღელვა არ ცხრება და ათასგვარი მითქმა-მოთქმა ვრცელდება საზოგადოებაში, ოთხივე ვარიანტთან დაკავშირებით ვამზადებ სტატუსს და სწორედ ერთერთ ვარიანტთან დაკავშირებული სტატუსი დაიდო ჩემს გვერდზე, სულ ესაა
ველოდებით 16:30-ს” წერს ადვოკატი.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მერაბიშვილის და უგულავას საქმეებზე მიმართვას უგზავნის
შემდეგი სტატია,,ცივი ამინდები იყო…” – კალაძე გაზის მაღალი გადასახადის მიზეზს განმარტავს