,,ცივი ამინდები იყო…” – კალაძე გაზის მაღალი გადასახადის მიზეზს განმარტავს

უკანასკნელი დროის მანძილზე მომხმარებლები ბუნებრივი აირის ქვითრებში მაღალი გადასახადის დაფიქსირების შესახებ საუბრობენ. აღნიშნულთან მიმართებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ დღეს კომენტარი გააკეთა.
კალაძის განცხადებით, მაღალი გადასახადები გამოწვეულია იმით, რომ ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოხმარება ცივი სეზონის გამო გაზრდილია, ყაზტრანსგაზს კი ამ საკითხზე არავითარი პრობლემა არ გააჩნია:

„სოცაილურ წლებში აქტიურად მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არასწორი გადასახადების გადახდა უწევთ ბუნებრივ აირზე, ეს ასე ნამდვილად არ არის, კონკრეტულად ვისაც წარმოდგენილი ჰქონდა ქვითრები და გააჩნდათ პრეტენზიები, შემოწმდა ყაზტრანსგაზის მიერ და დადგინდა, რომ არანაირი პრობლემა არ არის, მოხმარება არის უბრალოდ გაზრდილი, ამას აქვს თავისი ახსნა, დეკემბერ-ნოემბერი ძალიან ცივი იყო, 2014-2015 წლებთან შედარებით, ზოგადად ბუნებრივი აირის მოხმარება ქვეყანაში იზრდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიუგულავას საქმე – ”ველოდებით 16:30-ს” – გამართლება, სასჯელის შემცირება თუ პატიმრობა?
შემდეგი სტატიაბაიდენი ტრამპს: “გაიზარდე, დონალდ, გაიზარდე, დროა უკვე”