უგულავას ადვოკატი – ევროპის ჩემპიონი, ალბათ, მოუყვება მართლსაჯულებას, რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს გიგის

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აეროპორტის ინციდენტთან დაკავშირებით, პოლიტიკოს გიგი უგულავას სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა საქმეში დაზარალებული ცნობილი ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილის დაკითხვით დაიწყება.

როგორც პროცესის დაწყებამდე გიგი უგულავას ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა, დღეს ევროპის ჩემპიონი სასამართლოს წინაშე მისცემს ჩვენებას და იტყვის, „როგორ ეტკინა გიგი უგულავამ რომ სცემა აეროპორტში“.

მისივე თქმით, გავაშელიშვილის ჩვენებებს თავდაყირა აყენებს აეროპორტის შიდა პერიმეტრზე განთავსებული კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ ჩაუსაფრდნენ გიგი უგულავას და თავს როგორ დაესხნენ.

„ალბათ, მოუყვება მართლსაჯულებას, რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს გიგის და როგორ იგრძნო ის ტკივილი, რომელიც ცემის დროს მიიღო. გავაშელიშვილის ჩვენებას აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს ის დათვალიერების ოქმი, როდესაც გამომძიებლებთან ერთად დავათვალიერეთ აეროპორტის შიდა პერიმეტრზე განთავსებული კამერები, სადაც ჩანს, როგორ ჩაუსაფრდნენ გიგი უგულავას და თავს როგორ დაესხნენ. საინტერესოა, ევროპის ჩემპიონისგან მოვისმინოთ ის განცდები, რა ტკივილიც მან იგრძნო გიგისგან.

ეს იყო სახელმწიფო ორგანოების მხრიდან წინასწარ, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია, თუმცა ვერ მიხვდნენ, რომ ვიდეოჩანაწერებს ვნახავდით, დავათვალიერებდით და სასამართლოს წინაშეც წარვადგენთ“, – აღნიშნა გიორგი გელხაურმა.

banner
წინა სტატიაშიუგულავა გავაშელიშვილზე – თვალებში უნდა ჩავხედო ზონდერს, ჩმორს და ივანიშვილის რეჟიმის მონას
შემდეგი სტატიაისრაელს მილიონამდე „კოვიდ-19“-ის ვაქცინის განადგურება მოუწევს