უგულავა გავაშელიშვილზე – თვალებში უნდა ჩავხედო ზონდერს, ჩმორს და ივანიშვილის რეჟიმის მონას

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. თბილისის ყოფილ მერს ძალადობას ედავებიან. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს.

გამოძიების ინფორმაციით, გიგი უგულავამ ევროპის ჩემპიონ – ბადრი გავაშელიშვილზე იძალადა. დღეს სწორედ გავაშელიშვილი დაიკითხება. ადვოკატების ინფორმაციით, გავაშელიშვილის მონათხრობი და კამერების ჩანაწერები ერთმანეთს არ ემთხვევა და ინციდენტი სუს-ის დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

“მე კანონით მაქვს უფლება ამ სასამართლო პროცესში არ მივიღო მონაწილეობა, მაგრამ სპეციალურად მოვდივარ იმიტომ, რომ ალბათ ისტორიაში და ცხოვრებაში შეიძლება არ გქონდეს ასე ხშირად შესაძლებლობა აბსურდის თეატრში მიიღი მონაწილეობა რასაც დღევანდელი ივანიშვილის სასამართლო წარმოადგენს.

ძაან კარგია, მოვიდეს [გავაშელიშვილი] ერთი, უნდა ჩავხედო თვალებში ზონდერს, ჩმორს და მონას ივანიშვილის რეჟიმის. არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ადამიანი მონაწილეობდა დარბევებში, ნოემბერში თავისუფალი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოდიოდა, ეს არის ჩვეულებრივი დაქირავებული მონა, სუს-ის მიერ დაქირავებული ორ გროშიანი ზონდერი”, – თქვა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველო ნატოს ქვეყნებს ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს
შემდეგი სტატიაუგულავას ადვოკატი – ევროპის ჩემპიონი, ალბათ, მოუყვება მართლსაჯულებას, რამდენად ძლიერი დარტყმა აქვს გიგის