უგულავა – თუ არ გაიხსნა ქვეყანა, ეკონომიკის ამოტრიალების არანაირი ნიშანწყალი არ არის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის მცხოვრებლებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

უგულავას თქმით, სოფლებში სიღარიბე განსაკუთრებით იგრძნობა, პანდემიის პირობებში კი ეს საკითხი კიდევ უფრო გამწვავდა. უმუშევრობა – ეს არის ის მთავარი პრობლემა, რის მოგვარებასაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებისგან ითხოვს.

„სიღარიბის სუსხი, განსაკუთრებით ამ პანდემიის შემდეგ, ყველაზე მეტად სოფლებში იგრძნობა, იმ რეგიონებში, რომლებიც ტურიზმზე იყო დამოკიდებული. მთავრობის დაპირებული ის დახმარება, რომელიც ჯერ პრინციპში არავის მიუღია, აბსოლუტურად არაადეკვატურია და ყველას კარგად ესმის, რომ თუ არ გაიხსნა ქვეყანა, უბრალოდ ეკონომიკის ამოტრიალების არანაირი ნიშანწყალი არ არის“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური ორგანიზაციებისთვის არჩევნებში რეგისტრაციის პროცესი გამარტივდა
შემდეგი სტატიასაქართველო და კიდევ 13 ქვეყანა, რომლებთანაც საზღვრები გაიხსნება – ევროკავშირის საბჭომ სია ოფიციალურად დაამტკიცა