საქართველო და კიდევ 13 ქვეყანა, რომლებთანაც საზღვრები გაიხსნება – ევროკავშირის საბჭომ სია ოფიციალურად დაამტკიცა

ევროკავშირი საქართველოს სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში დახმარებას სთავაზობს

ევროკავშირის საბჭომ ოფიციალურად დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე პირველი ივლისიდან შესვლა შეეძლებათ.

სია ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

14 ქვეყანას შორის არის საქართველოც.

როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.

იმ ქვეყნების სრული სია, რომლებსაც ევროკავშირი საზღვრებს გაუხსნის, ასეთია: საქართველო, მონტენეგრო, სერბეთი, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი.

ევროკავშირის საბჭო რეკომენდაციას აძლევს წევრ სახელმწიფოებს, რომ აღნიშნული ქვეყნებისთვის საზღვრები გახსნას.

სიაში მეთხუთმეტე ქვეყანაა ჩინეთი, თუმცა ევროკავშირი საზღვარს იმ პირობით გახსნის, თუ ჩინეთიც ასევე გაუხსნის საზღვარს ევროკავშირის მოქალაქეებს.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – თუ არ გაიხსნა ქვეყანა, ეკონომიკის ამოტრიალების არანაირი ნიშანწყალი არ არის
შემდეგი სტატიაგორში შსს-ს თანამშრომელი მოკლეს