უგულავა შსს-ს განცხადებაზე: ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას

მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში, ვადამდელი, პროპორციული არჩევნების დანიშვნა და მთავრობის გადადგომა – ეს ის მოთხოვნებია, რომელიც ოპოზიციას გააჩნია და მის შეცვლას არ აპირებს. ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკიოსი, გიგი უგულავა, ავრცელებს.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადება არა სახელმწიფო უწყებას, არამედ, კერძო დაცვის ფირმას უფრო შეესაბამება. შსს-ს მუქარის მიუხედავად, აქციის მონაწილეები თავიანთი გეგმების შეცვლას არ აპირებენ.

“შსს-ს განცხადება სრულად ეწინაღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ის უფრო კერძო დაცვის კომპანიის ფირმის მიერ გაკეთებულ განცხადებას ჰგავდა, რომელიც იყო სამარცხვინო. ჩვენ ვნახეთ ჩვეულებრივი რეპრესიული განცხადება, საუკეთესო საბჭოთა სტილში გაკეთებული. რაც უნდა, ის უქნიათ, ჩვენ კონსტიტუციის ფარგლებში ვმოძრაობთ.

სანამ ამ ქვეყანაში პოლიცია არ ისწავლის, რომ მისი მოვალეობა ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დაცვაა, მანამდე პოლიცია ყოველთვის იქნება ასე, კერძო პირის სამსახურში და ბანდად გადაქცეული.

ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ჩვენი გეგმა არ იცვლება, ჩვენი მოთხოვნაა სააკაშვილის გადაყვანა მულტიფუნქციურ სამოქალაქო საავადმყოფოში, რიგგარეშე პროპორციული არჩევნების დანიშვნა და მთავრობის გადადგომა. რადგან ასეთი მკვლელი მთავრობა ნორმალურ არჩევნებს ვერ ჩაატარებს. ეს გამოიყვანს ქვეყანას კრიზისიდან – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე: დღევანდელი აქცის მოქალაქეთა მშვიდობვიანი პროტესტია და შსს-ს მუქარის მიუხედავად, ის მაინც განხორციელდება
შემდეგი სტატიაზალკალიანი: საქართველოს პოზიციაა, რომ დასავლელი პარტნიორების წინაშე წარვდგეთ ძალიან მკაფიო პოზიციით