დეკანოიძე: დღევანდელი აქცის მოქალაქეთა მშვიდობვიანი პროტესტია და შსს-ს მუქარის მიუხედავად, ის მაინც განხორციელდება

დღევანდელი აქცის მოქალაქეთა მშვიდობვიანი პროტესტია და შსს-ს მუქარის მიუხედავად, ის მაინც განხორციელდება – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა რუსულ რეჟიმს არასდროს შეეგუება.

ვერ გეტყვით, რას იზამს შსს. ცხადია, რომ განცხადება, რაც გაავრცელეს, არის რეპრესიების დაანონსების მცდელობა. ჩვენ გვაქვს იმის უფლება, რომ ყველანაირი მშვიდობიანი მსვლელობა გავაკეთოთ. არ ვიცი, შსს რას იზამს, მაგრამ მათი არავის ეშინია. ეს მათ კარგად უნდა იცოდნენ. ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გადავარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. ეს ქვეყანა არასდროს შეეგუება რეჟიმს, რომელიც დღეს არის საქართველოში, ანუ რუსეთს, – განაცხადა აქცია3ე ხატია დეკანოიძემ.

აქციის მონაწილეები ამ დროისთვის ბარათაშვილის სანაპიროზე ფეხით მსვლელობას მართავენ.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა: ოპოზიციისგან იყო შემოთავაზება, სააკაშვილი გადაგვეყვანა გორის ჰოსპიტალში
შემდეგი სტატიაუგულავა შსს-ს განცხადებაზე: ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას