უგულავა- პარლამენტმა ჩაიდინა ქვეყნის ღალატი, დღეიდან თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს

პარტია ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიაზე პოლიციის მობილიზებაზე კომენტარი გააკეთა:

“რაც შეეხება პარლამენტის ყაზარმად გადაქცევას, მე ამას მხოლოდ მივესალმები იმიტომ, რომ დღეიდან პარლამენტი თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს და არ შეასრულებს. ამის პირობას ჩვენ ვდებთ იმიტომ, რომ პარლამენტმა ჩაიდინა ქვეყნის ღალატი. ეს ღალატი არ ეპატიებათ მათ და ტყუილად ჰგონიათ გაქსუებულ დეპუტატებს, “ამბოხებულ დეპუტატებს”, რომ ხვალ შევლენ წყნარად, წამოგორდებიან იქ თავიანთ თბილ კაბინეტებში და გააგრძელებენ მუშაობას ისე, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. არა, მეგობრებო, თქვენი დღეები დათვლილია… უნდა იცოდეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და მისმა დამსმელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ან დაუბრუნებენ ხალხს თავისუფალ არჩევანს, ან გადაყვებიან ამას. ეს იქნება ხანგრძლივი ბრძოლა, ეს არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს არის შესრულებადი და ეს აუცილებლად გაკეთდება იმიტომ, რომ ამ ქმედებების უკან დგას საქართველოს გაბრაზებული მოქალაქეები.

ცხადია ჩვენ არ ვაპირებთ არცერთ შენობაში შესვლას. ყველა შენობა და თბილი კაბინეტი დაგვითმია ოცნების “ამბოხებული დეპუტატებისთვის” და ივანიშვილისთვის, თუ მას ოთახები არ ჰყოფნის საკუთარ შუშის სასახლეში. გარეთ ისინი ვერ გამოყოფენ ცხვირს, შიგნით ისინი ვერ იმუშავებენ.” აცხადებს უგულავა

banner
წინა სტატიაშიდაკავებული ექიმი ცხინვალის იზოლატორიდან ადგილობრივ ციხეში გადაიყვანეს
შემდეგი სტატია“ვერანაირი იარაღი და სპეცრაზმი ვერ შეგვაშინებს” – თბილისში მიმდინარე აქციას ოპოზიცია კახეთიდანაც უერთდება