“ვერანაირი იარაღი და სპეცრაზმი ვერ შეგვაშინებს” – თბილისში მიმდინარე აქციას ოპოზიცია კახეთიდანაც უერთდება

“ვერანაირი იარაღი და სპეცრაზმი ვერ შეგვაშინებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში” – თბილისში მიმდინარე აქციას ოპოზიცია კახეთიდანაც უერთდება.

“ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები ჩალაუბანში შეიკრიბნენ. ისინი 15:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე არჩევნების პროპორციული წესით დანიშვნას მოითხოვენ.

“დღეს ქვეყანას არ ყავს ხელისუფლება,ხალხს უფლება წაართვეს, სწორედ ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენ. დღეს ყველა ვერთიანდებით იმის წინააღმდეგ, რაც ივანიშვილმა ჩვენს ქვეყანას და ხალხს დამართა,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშიუგულავა- პარლამენტმა ჩაიდინა ქვეყნის ღალატი, დღეიდან თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს
შემდეგი სტატიაშსს-ში აცხადებენ, რომ სამართალდამცველები პარლამენტში მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან