უგულავა – ოპოზიციამ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელია უნდა განიხილოს

პოლიტიკოსი გიგი უგულავა წერს, რომ სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ტაქტიკური ცვლილებებია საჭირო. მისი აზრით, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, თუ რამდენად იქნებიან გამბედავები და საკუთარი სიტყვის მძევლები არ აღმოჩნდებიან.

“ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია – ციხეში”, – წერს გიგი უგულავა.

მისივე თქმით, ცალსახაა, რომ ბოიკოტი აღარაა საკმარისი საფუძველი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებული ოპოზიციის ერთიანობისთვის. უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციამ ერთიანობის ახალი საფუძველები უნდა იპოვოს.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – „ხელმოწერა არმოწერა – საკითხავი აი, ეს არის
შემდეგი სტატიაგეგელია – მიშელის შეთანხმების დოკუმენტი არ არის იდეალური, მაგრამ პრინციპულად მისაღებია