გეგელია – მიშელის შეთანხმების დოკუმენტი არ არის იდეალური, მაგრამ პრინციპულად მისაღებია

დოკუმენტი ჩვენთვის არის პრინციპულად მისაღები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილი ახალი დოკუმენტის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, რომ დოკუმენტი ქართველი ხალხის წარმატების დოკუმენტად იქცეს და ქვეყანა წინ წაიყვანოს.

„ახლა მთავარი ბრძოლა, რომელიც წინ გვაქვს არის ამ დოკუმენტის სწორი ჩაშლა, სწორი შინაარსით მისი დატვირთვა, რათა ეს დოკუმენტი იქცეს ქართველი ხალხის წარმატების დოკუმენტად, რათა მისმა განხორციელებამ ჩვენი ქვეყანა დადასტურებულად უფრო წინ წაიყვანოს, ჩვენი სახელმწიფოებრივი დემოკრატიული განვითარება განაპირობოს. შესაბამისად, ამ ძალიან მძიმე თვეებს და არასასურველ თვეებს ჰქონდეს ძალიან კარგი და დადებითი დატვირთვა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში და რომ მათ შედეგად გამოიღონ ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის და ქართული სახელმწიფოს დადასტურებული წინსვლა. ამიტომ ჩვენთვის ეს დოკუმენტი და მისი შინაარსი არის პრინციპულდ მისაღები.

ჩვენ ბუნებრივია ვითვალისწინებთ ძალიან მძიმე გეოპოლუტიკურ ვითარებას, რომელიც არის რეგიონში, ჩვენ ვითვალისწინებთ იმ სოციალურ ეკონომიკირ და ჯანდაცვის კრიზისს რომელიც არის ქვეყანაში. ბუმებრივია, ვითვალისწინებთ ჩვენი უმნიშვბელოვანესი და უმჭიდროესი სტრატეგიული პარტნიორების ძალიან მკაფიოდ გამოთქმულ პოლიტიკურ ნებას, რჩევას და მითითებას. იმის მიუხედავად, რომ ეს დოკუმენტი არ არის იდეალური, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ ამ დოკუმენტში მაინც შემოსულია ის პოლიტიკური ფორმები, ის მნიშვნელოვანი დათქმები, რომელიც ჩვენთვის იყო აბსოლიტურად მნიშვნელოვანი. ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სისტემის გადატვირთვა, ქართველი ხალხის ხმის შემოტანით. სწორედ ამ მიზეზების გამო არის ეს დოკუმენტი ჩვენთვის პრინციპულდ მისაღები“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშიუგულავა – ოპოზიციამ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატად ნიკა მელია უნდა განიხილოს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში 27 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა