უგულავა მძევლებთან ჩანაცვლებაზე: რა იყო საღლიცინო

“რაც ვთქვი გუშინ, ვიყავი აბსოლუტურად გულწრფელი და ეს რომ გამოსულიყო, თქვენ რა ეჭვი გეპარებათ, რომ მე მზად ვიყავი და ამას ვიზამდი? ამიტომ, ვისაც პოპულიზმი გონია, პოპულიზმი არის, როცა ვიღაც რაღაცას იტყვის და იქიდან არაფერი არ გამოვა, ხოლო თუ ერთი პროცენტი არსებობს, რომ გამოვიდეს, მაშინ ეს რისკი არის და მე, ბუნებრივია, ამ რისკს გავიღებდი. თუ პოლიციელი წავიდა ამ რისკზე, რატომ არ შეიძლება მსგავსი რამე პოლიტიკოსს მოენდომებინა? რა? თუ ერთი პროცენტი არსებობდა შანსი, რატომ არ უნდა გვეცადა? მე ხომ სხვის ცხოვრებას არ ვრისკავდი, მე ჩემს ცხოვრებას ვრისკავდი. რა არის აქ საღლიცინო და რა არის აქ საპოპულიზმო? ” – ამბობს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა.

უგულავამ გუშინ თქვა, რომ მზად იყო საქართველოს ბანკში, ყაჩაღის მიერ აყვანილ მძევლებს ჩანაცვლებოდა.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება
შემდეგი სტატია“საჯარო პირობას მთელი ქვეყნის წინაშე, რომ თქვენთან ვიქნები მაშინ, როცა თქვენ დაგჭირდებათ”