გიგა ბოკერია – ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება

region
ავტ.: region ოქტომბერი 22, 2020 20:01

გიგა ბოკერია – ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება

გუშინდელი მოვლენების შემდეგ რა რეაქციაც ვიხილეთ ივანიშვილის რეჟიმის, განსაკუთრებით გამორჩეული პოლიტიკური კლოუნის, კობახიძის მხრიდან, არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესია ამ გარემოცვის შეცვლა არჩევნებზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, მთელი საზოგადოება მადლიერია ყველა პოლიციელის, ვინც თავის მოვალეობას ასრულებდა და კარგია, რომ გუშინდელს არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ შეეწირა, თუმცა თავდამსხმელმა ფული წაიღო და მიიმალა.

„როგორ შეიძლება წარმატებაზე საუბარი, ვიდრე ის ადამიანი დაკავებული არ იქნება. ივანიშვილის გარემოცვას არ ესმის, რომ ასეთი ამბები არის წახალისება მომავალი დანაშაულისა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, ეს არის კატასტროფა. ეს ხალხი უნდა გამოვცვალოთ სასწრაფოდ, თორემ ამ გზით ჩვენ, მთელი ქვეყანა მივდივართ უფსკრულისკენ. არ ესმით, რომ ასეთი დროს კრიმინალურ ვითარებაზე დისკუსია არის დემოკრატიის აუცილებელი ნაწილი. ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“ ტალახი არ გვისვრია, არ გვითქვამს, რომ ეს დანაშაული არის ივანიშვილის ბრალი, მაგრამ საერთო კრიმინალური ვითარება მთელი ეს წლები რომ მძიმდება, ყველაფერი გადატყდა პირველ რიგში ჩვეულებრივ მოქალაქეებზე, ეს არის ფაქტი. ეს ხალხი გუშინ კიდევ მძევლის დემონიზებას ახდენდა. ასეთი თავხედური და ამაზრზენი დანაშაული წარმატებით გამოუვიდა ბოროტმოქმედს, მთავრობაში რომ ხარ, ამით უნდა იყო შეწუხებული. ამის ნაცვლად ვხედავთ ტალახის აბსურდულ კამპანიას. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება, მოვიტანოთ ქვეყანაში ცვლილებები, ვიაროთ წინ. დიახ, კრიმინალთან უნდა იყოს ძალიან მკაცრი ბრძოლა და არა პოლიტიკური შეთანხმება, მაგრამ წარსულში არ უნდა დავბრუნდეთ, როგორც ზოგიერთ ჩვენი პოლიტიკურ კონკურენტს ოპოზიციაში, სააკაშვილის გუნდს სურს. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ – თან კრიმინალთან მკაცრი ბრძოლა, მაგრამ თან თავისუფალი სასამართლო და ურთიერთდაბალანსება, რომ შედეგი მივიღოთ კრიმინალთან ბრძოლაში, მაგრამ ამას არ შეეწიროს არც ერთი მნიშვნელოვანი ფასეულობა“, – განაცხადა ბოკერიამ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 22, 2020 20:01