უგულავა – გრიგოლ ვაშაძის განმარტება ჩემთვის საკმარისია

ჩვენ ვიხილეთ ბატონი გრიგოლის განმარტებაც, რომელიც ამ შემთხვევაში სრულად თავსებადია საერთო პოზიციასთან, ისევე როგორც მისი პარტიის პოზიციასთნ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა.

უგულავას შეფასებით, ამ თვალსაზისით საკითხი ამოწურულია.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას: „გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადება, რომელიც რადიკალრუად განსხვავებულია პირველი გაცხადებისგან, ჯერ ნიკა გვარამიას „ფეისბუქზე“ გამოქვეყნდა, ხოლო რამდენიმე წუთის შემდეგ გამოქვეყნდა თავად ვაშაძის „ფეისბუქზე“. ხომ არ ჩნდება კითხვა, არის თუ არა გრიგოლ ვაშაძის დაწერილი ის განცხადება და თავად მართავს თუ არა „ფეისბუქს“, უგულავა ამბობს, რომ მისთვის ეს საკითხი საერთოდ არ დგას.

„ჩემთვის ეგ საკითხი საერთოდ არ დგას, ეგ შეიძლება თქვენთვის იდგეს, მაგრამ მე ამ ჭრილში საერთოდ არ ვუყურებ, მე ვუყურებ საჯარო განცხადებებს და ეს განმარტება ჩემთვის აბსოლუტურად საკმარისია, როგორც სხვა პარტიის წევრისთვის“, – აღნიშნა უგულავამ.

ამასთან, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ერთსულოვანია პოლიტიკური ოპოზიციის პოზიცია, რომ დღევანდელ პარლამენტში მონაწილეობა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას.

„პოლიტიკური ოპოზიციის, მათი, ვინც გაყალბებული ციფრებით ფორმალურად გადალახა ბარიერი, პოზიცია არის ერთსულოვანი, ისევე როგორც გარეთ დარჩენილების პოზიცია არის აბსოლუტურად ერთსულოვანი, დღევანდელ პარლამენტში, ამ სიყალბეში მონაწილეობა არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, არამედ ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას.

მეტიც, ნიშნავს პირდაპირ კომპარტიაში შესვლას „ქართული ოცნების“ გავლით. ამიტომ რაც უნდა გვერდითი განცხადებები არსებობდეს, მით უმეტეს, როცა ეს განცხადება განიმარტა, ეს პოზიცია არის უცვლელი, ამ პოზციას ჩვენ ყველა ერთად ვახმოვანებთ, დღეს კიდევ დამატებით გავაჟღერეთ. შემიძლია, 100 პროცენტით გითხრათ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამიტომ მე ამ თვალსაზრისით პრობლემას ვერ ვხედავ, ჩვენი ბრძოლა არის მშვიდობიანი, მშვიდობიანი ქუჩის პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. რაც შეეხება დიალოგს, დიალოგი ვერ გაგრძელდება იმ პირობებში, როცა მეორე ხელით გიჭერენ და გაშანტაჟებენ, დიალოგი ვერ არსებობს, თუ არსებობენ პოლიტპატიმრები. ამიტომ სიტუაციის რადიკალიზაცია, ნებისმიერ ასეთ სცენარზე პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ხელისუფლებას“, – განაცხადა უგულავამ.

banner
წინა სტატიაშიბაქრაძე: განვაგრძობთ აქციებს, რომელიც მშვიდობიანი და არაძალადობრივი იქნება
შემდეგი სტატიარეგიონული სტაბილურობა ჩვენს ნატოში გაწევრიანებას მოითხოვს – მარგველაშვილი ყარაბაღზე