უგო ბაგრატიონი – ის, რაც საქართველომ გააკეთა კორონავირუსის დასაძლევად, გასაოცარია

ის, რაც საქართველომ გააკეთა კორონავირუსის დასაძლევად, გასაოცარია, – ამის შესახებ საქართველოს სამეფო ოჯახის შთამომავალმა უგო ბაგრატიონმა განაცხადა.

როგორც ესპანეთში მცხოვრები სამეფო ოჯახის შთამომავალი ამბობს, საქართველო სხვა განვითარებადი სახელმწიფოებისთვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს.

„ხელისუფლებამ და სამედიცინო სექტორმა შეთანხმებულად იმუშავა. ამ ყველაფერში დიდი როლი აქვს მოსახლეობის ჩართულობას და იმას, თუ როგორ დაემორჩილა ქართველი ხალხი მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებს. ესპანეთში საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი პატივს არ სცემს ხელისუფლების მიერ შემუშავებულ რეგულაციებს და შესაბამისი შედეგებიც გვაქვს. ვფიქრობ, რომ საქართველო სხვა განვითარებადი სახელმწიფოებისთვის მისაბაძ მაგალითად უნდა იქცეს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსაც დიდი ზარალი მიადგა, ტურიზმის სექტორი ფაქტობრივად ვეღარ ფუნქციონირებს, თუმცა ვფიქრობ, გუნდური მუშაობით ყველაფერი დაძლევადია“, – აცხადებს უგო ბაგრატიონი.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – ყველა რეგიონში დავაყენებთ კანდიდატებს
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა – მოუწევთ გიორგი რურუას გათავისუფლება