უდუმაშვილი პარლამენტის პირველ სხდომაზე: შევიკრიბებით მეტეხთან, მოვაწერთ დეკლარაციას ხელს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად, ყველა ოპოზიციური პარტია მეტეხთან შეიკრიბება, დეკლარაციას გააფორმებენ და ხელს მოაწერენ.
“გარდა ამისა, დეპუტატები, რომლებიც ცესკოს მონაცემებით, გასული არიან პარლამენტში, ყველა დეპუტატი დაწერს განცხადებას მანდატების დატოვების შესახებ და პარალელურად, ჩაიხსნება ყველა პარტიული სია”. – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

ჯერჯერობით, უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შეიკრიბება საქართველოს რიგით მეათე მოწვევის პარლამენტი.

21 ნოემბერს, საქართველოში ფორმალურად 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა იმ 17 ოლქში, სადაც ვერცერთმა კანდიდატმა ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. თუმცა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა კანდიდატებსაც მეორე ტურში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, არჩევნებს, ისევე, როგორც პარლამენტში შესვლას, ბოიკოტი გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს 9-დან 18 საათამდე მოემსახურებიან
შემდეგი სტატიაკითხვა მაქვს-თუ დაადგინეს, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს? – მელაშვილი სასამართლოზე