კითხვა მაქვს-თუ დაადგინეს, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს? – მელაშვილი სასამართლოზე

დაპატიმრებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილის თქმით, მას დღეს სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებისგან ახალი არაფერი მოუსმენია.

როგორც პროცესზე მელაშვილმა განმარტა, მას აინტერესებს, საგამოძიებო ორგანომ შესაძლო დანაშაულის მოტივი დაადგინა, თუ არა.

“გენერალური პროკურატურისგან არ მომისმენია დღეს რაიმე განსხვავებული. ერთი კითხვა მაქვს, რაიმე ახალი თუ აქვთ დადგენილი, ან მოტივი ან სხვა რამე, რის გამო ჩავიდინეთ მე და ნატალიამ ეს. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც წარმოდგენილი იყო, გაჯერებულია ტყუილებით… რაც გაკეთდა, ის არის ქვეყნისთვის სწორი”, – თქვა მელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გახდება ცნობილი, დარჩებიან თუ არა კარტოგრაფები პატიმრობაში. საქალაქოსთან კი მელაშვილისა და ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია იმართება.

ცნობისთვის, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, “ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში.”

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი პარლამენტის პირველ სხდომაზე: შევიკრიბებით მეტეხთან, მოვაწერთ დეკლარაციას ხელს
შემდეგი სტატიარაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მიკროავტობუსს შეეჯახა, 1 პირი დაიღუპა – პროკურატურის განცხადება