უდუმაშვილი: ახლა ქართველმა ხალხმა უნდა გაათავისუფლოს სააკაშვილი

„მთელი დღის განმავლობაში დაბნეული და შოკში ჩავარდნილი „ქართული ოცნება“ გვიმტკიცებდა, რომ თურმე მიხეილ სააკაშვილი ტრუსკავეცში ყოფილა და იქედან დებდა ვიდეოებს. ბოლოს როგორც იქნა ამოღერღეს, რომ თურმე ის არა ბათუმში, არამედ თბილისში ყოფილა. პრაქტიკულად, მიხეილ სააკაშვილმა დღეს თავისი ქმედებებით დაანახა ყველას, რომ ჩვენ სახელმწიფო არ გვაქვს. მიხეილ სააკაშვილი იმაზეც შეგუებული იყო, რომ შესაძლოა დაეკავებინათ საქართველოში და ეს მოსალოდნელი იყო მისთვის. ეს ნამდვილად არ არის ტრაგედია, იმიტომ რომ ჩვენ ხვალ ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და უნდა დავასრულოთ ის უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში სუფევს. მოტივაცია ყველას გაგვაჩნია იმაზე მეტი, ვიდრე დღემდე გვქონდა. ასე, რომ ყველას მოგიწოდებთ, ხვალ ყველა მივიდეთ არჩევნებზე მშვიდად, ორგანიზებულად და მივიღოთ ჩვენი გადაწყვეტილება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – სააკაშვილის გასათავისუფლებლად ბევრი გზა არსებობს, ერთი შეიძლება იყოს შეწყალება
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს