უცხოური და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

“თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის” ორგანიზებით, სასტუმრო “რედისონში” უცხოური და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების ბიზნეს-ფორუმი გაიმართა.
ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობას რუსეთიდან და ყაზახეთიდან მოწვეული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იღებდნენ. ფორუმის მიზანი თბილისში აღნიშნული ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდისთვის თანამშრომლობის დაგეგმვა იყო.
როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შემომყვანი ტურიზმის განვითარებაა და ამ მიმართულებით სხვადახვა ღონისძიებები მიმდინარეობს.
“თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ “მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია შემომყვანი ტურიზმის წახალისება. ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვმასპინძლობთ ტუროპერატორებს ყაზახეთიდან და რუსეთიდან. იგივე მიზნით საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ ტუროპერატორები უკრაინიდან და ბელორუსიდან. ეს არის ის ბაზრები, საიდანაც საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია. დღეს ჩვენს სტუმრებს წარვუდგენთ დედაქალაქის შესაძლებლობებს, გავაცნობთ მათ ინფორმაციას თბილისის შესაძლებლობების შესახებ ტურისტული თვალსაზრისით. დღესვე გაფორმდება ხელშეკრულება მემორანდუმი, რომელიც მომავალ თანამშრომლობას ითვალისწინებს”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მუნიციპალური პროგრამა სახელწოდებით “შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება” თბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა. პროგრამის ამოცანებია თბილისში რეგისტრირებული და მოქმედი ტურისტული კომპანიების და დარგში შემავალი სხვა სუბიექტების გაძლიერება, მათი სიმძლავრეების დატვირთულობის, უნარების, შემოსავლების, ეფექტიანობისა და მდგრადი ზრდის ხელშეწყობა.

banner
წინა სტატიაშიზაზა ხატიაშვილი ვაკე-საბურთალოს განყოფილების გამომძიებლის პასუხისმგებლობას ითხოვს
შემდეგი სტატიაყაზახეთი სააკაშვილს მერობას სთავაზობს – რას პასუხობს მათ ოდესის გუბერნატორი?!