ზაზა ხატიაშვილი ვაკე-საბურთალოს განყოფილების გამომძიებლის პასუხისმგებლობას ითხოვს

ადვოკატთა ასოციაცია პოლიციის გამომძიებლის წინააღმდეგ. ზაზა ხატიაშვილი მთავარი პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს.

ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, პასუხისმგებაში ვაკე-საბურთალოს განყოფილების გამომძიებელი, ჯონი კოშაძე, უნდა მიეცეს, რომელსაც ხატიაშვილი ადვოკატზე, ლიკა ბითაძეზე, ზეწოლაში ადანაშაულებს.

ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, გამომძიებელი მოქალაქეს ადვოკატის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემისკენ მოუწოდებდა. თავად ლიკა ბითაძეს განმარტებით კი, გამომძიებელმა დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებიც.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: რუსეთი კუდის ქიცინს არ დაიწყებს სირიასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაუცხოური და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების ბიზნეს-ფორუმი გაიმართა