“უცხოელი სამართალდამცავებისგან მივიღებთ ინფორმაციას, რომელი IP მისამართიდან აიტვირთა მასალები”

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავარი პროკურორის განცხადებით, პროკურატურამ დახმარებისთვის უცხოეთის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა.

“ახლაც მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისი სამართლებრივი დახმარების თხოვნით მივმართეთ უცხოურ ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებს. იქედან გამომდინარე, რომ ფაილების გავრცელება მოხდა უცხოეთში მდებარე სერვერებსა და კომპანიებში, შესაბამისი სამართლებრივი დახმარების თხოვნით მივმართეთ ჩვენს კოლეგა სამართალდამცავ ორგანოებს. დიდი იმედი გვაქვს მათი დახმარების. ყველაფერი ატვირთულია “ფეისბუქზე”, “google”-ზე, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის დაცული და მდებარეობს უცხოეთში. მათგან უკვე მივიღებთ ინფორმაციას, კონკრეტულად, რომელი IP მისამართიდან მოხდა ამ სერვერებზე ინფორმაციის ატვირთვა”, – განაცხადა შოთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ორი პირი – კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და ადვოკატი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში აკრედიტებული ელჩები ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებას გამოხატავენ