საქართველოში აკრედიტებული ელჩები ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებას გამოხატავენ

ელჩების სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოში აკრედიტებულ ყველა ელჩს აერთიანებს და რომლის მუშაობას კოორდინირებას უწევს გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში, ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებას გამოხატავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ელჩების სამუშაო ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც უცხოელი დიპლომატები აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები იმ დემოკრატიული პრინციპების უგულვებელყოფაა, რომელზეც საქართველო დაფუძნდა.

“ჩვენ ვგმობთ მსგავსი ბოროტი განზრახვების ყველა ფორმას და მივესალმებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად გაკეთებულ მკაცრ განცხადებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ელჩების სამუშაო ჯგუფის მიესალმება ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ერთიანობას მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ.

“ეფექტური, გამჭვირვალე და დაჩქარებული გამოძიება ახლა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ეს საკითხი დასრულდეს, მაშინ როდესაც საზოგადოება ჩართულია კონსტრუქციულ დიალოგში ადამიანის უფლებებისა და პირადი ცხოვრების უფლებების დაცვისა საკითხში”, – აღნიშნულია ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“უცხოელი სამართალდამცავებისგან მივიღებთ ინფორმაციას, რომელი IP მისამართიდან აიტვირთა მასალები”
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე დღეს გრიგორი კარასინს შეხვდება