ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებენ

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯამალაშვილისა და ადვოკატ ირაკლი ფხალაძისთვის, აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 12 საათისთვის არის ჩანიშნული.

როგორც ცნობილია, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით, საქართველოს პროკურატურამ, 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

მოცემულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია: გელა ღურწკაიას, ნიკოლოზ ხაჭაპურიძის, ინგა ჩატოიანის, ირაკლი ფხალაძის მიმართ, დანაშაულისათვის რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთ წლამდე ვადით. 2016 წლის 14 მარტს, ბრალდებულად დაკავებულ იქნა ზურაბ ჯამალაშვილი, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 157-ე მუხლის I ნაწილით.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული
შემდეგი სტატია“უცხოელი სამართალდამცავებისგან მივიღებთ ინფორმაციას, რომელი IP მისამართიდან აიტვირთა მასალები”