„თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება“ – გიგა ბოკერია ამერიკის კონგრესის ინიციატივაზე

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამერიკის კონგრესის მიერ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებაზე წარდგენილ ინიციატივას გამოეხმაურა.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ესეც და თავისუფალი სამყაროს მიერ სხვა ყველა გადადგმული ნაბიჯი საქართველოში მოქალაქეების მიერ ქუჩაში წარმართული პროტესტის დამსახურებაა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს საბოლოო მიზნის მიღწევამდე, ანუ ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებამდე.
„ივანიშვილის პროპაგანდა, პუტინის რუსეთის მსგავსად ხშირად ცდილობდა საზოგადოების ნაწილის დაბნევას, რომ თითქოს ტრამპი დაბრუნდება და ლიბერალური პოლიტიკა შეწყდება დასავლეთიდან, სინამდვილეში კი ამ ინიციატივის მთავარი ავტორი, კონგრესმენი ვილსონი ტრამპთან პოლიტიკურად დაახლოებული პირი და მისი კამპანიის ყველაზე აქტიური მონაწილეა.
ასე რომ, თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება“- თქვა გიგა ბოკერიამ

banner
წინა სტატიაშიPolitico: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი- საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს
შემდეგი სტატიაყალბ დოკუმენტებს ამზადებდა, რომლებითაც მოქალაქეებს საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღება მარტივად შეეძლოთ-დაკავებულია 1 პირი