უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 20 ლარამდე გაიზრდება

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 5 ლარიდან 20 ლარამდე გაიზრდება. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები საკითხზე მესამე მოსმენით მსჯელობენ.

მგზავრი ვალდებული იქნება, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა.

ცვლილებების მიხედვით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე შემცირდება.

banner
წინა სტატიაში,,ტენდენციაა, რომ ოპოზიციას საკითხებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ჰქონდეს მიწოდებული საზოგადოებისათვის”
შემდეგი სტატიაქართველი და აზერბაიჯანელი დიპლომატები დავით გარეჯის ბედს წყვეტენ