ქართველი და აზერბაიჯანელი დიპლომატები დავით გარეჯის ბედს წყვეტენ

ართველი და აზერბაიჯანელი დიპლომატები ამ წუთებში ბაქოში, დავით გარეჯის ბედს წყვეტენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ შეხვედრა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს შორის საზღვრის დადგენის თემაზე აზერბაიჯანის დედაქალაქში ახლა მიმდინარეობს.

ელდარ მამადიაროვის თქმით, პოლიტიკურ გამოსავალი მიღწეული უნდა იყოს, რომლითაც ორივე მხარე, აზერბაიჯანიც და საქართველოც მოგებული დარჩება.

„ამ წუთებში, ბაქოში კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ელიმინაციის საკითხი განიხილება. შეხვედრას ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ვცდილობთ, კითხვები მოვაგვაროთ. არსებობს გარკვეული იდეები, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ. საუბარია 2 ნახევარ კილომეტრიან მონაკვეთზე, დანარჩენი ტერიტორიის ელიმინაცია დასრულებულია. კომისია რუკის დახმარებით იმუშავებს და როდესაც პროცესი დასრულდება, ჩვენ უნდა ვიპოვოთ პოლიტიკური გამოსავალი, ისე რომ ორივე მხარე მოგებულ პოზიციაში დარჩეს, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია“ – განაცხადა ელდარ მამადიაროვმა.

ქართულ მხარეს ბაქოში მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიუბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა 20 ლარამდე გაიზრდება
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები ზუგდიდის სკანდალურ ჩანაწერს ეხმაურებიან