უბედური შემთხვევა მარტვილში – გარდაიცვალა 26 წლის ქალი

მარტვილში, სოფელ ლეხაინდრავოში 26 წლამდე ქალბატონი, ნ.კ. გარდაიცვალა, მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მეზობლების თქმით, ახლგაზრდა ქალს საკუთარი სახლის ეზოში დენმა დაარტყა. მათივე ინფორმაციით, ნ.კ. თურქეთიდან რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა, შვილების მონატრებას ვერ გაუძლო.

მათივე ცნობით, ოჯახს ფინანსური პრობლემები აქვს და ასევე გარდაცვლილის მეუღლეს მძიმე ავადმყოფობა აწუხებს.

“თაიმერის” ინფორმაციით, შემთხვევა ერთი საათის წინ მოხდა.

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშითანამდებობის დატოვება მაიძულეს – ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა – ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ჯანსაღი კრიტიკა