თანამდებობის დატოვება მაიძულეს – ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი

ფოთში, მერიის შენობის წინ, ა(ა)იპ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა მინდია ბარამიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.

მისი ინფორმაციით, მასთან ერთად ამავე ცენტრის სპეციალისტი ხვიჩა დოლბაია გაათავისუფლეს. ბარამია აცხადებს, რომ პოსტის დატოვება აიძულეს და ამას გიორგი გახარიას თანაგუნდელებთან მეგობრობას უკავშირებს. მისი თქმით, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი შეუერთდება თუ არა გიორგი გახარიას გუნდს. იგი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი დავას გეგმავს.

“დირექტორმა გამაცნო ეს საკითხი, რომ მე უნდა წავსულიყავი თანამდებობიდან. მიზეზი ვერ მითხრეს. სხვათა შორის, ძალიან შეწუხებული იყო ამ ყველაფრით. როდესაც უარი ვუთხარი ჩემი ნებით განცხადების დაწერაზე, თვითონ გამათავისუფლეს. მე პირადად ამ ყველაფერს ვუკავშირებ მიმდინარე პროცესებს, რომელიც მერიაში განვითარდა. მერის ყოფილ მოადგლეებთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ფოთი მოგეხსენებათ ძალიან პატარაა და ბევრი ერთმანეთის მეგობრები ვართ. გახარიას მე პირადად არ ვიცნობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც მერიაში თანამდებობები დაატოვებინეს, ჩემი მეგობრები არიან”, -განაცხადა მინდია ბარამიამ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვენაში ვიზიტი მთავრობის შენობაზე აღმართული ისრაელის დროშის გამო გადადო
შემდეგი სტატიაუბედური შემთხვევა მარტვილში – გარდაიცვალა 26 წლის ქალი