კახა კუჭავა – ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ჯანსაღი კრიტიკა

საბოლოოდ თუ მაინც მიიღებენ გადაწყვეტილებას და ისინი შემოუერთდებიან საპარლამენტო ცხოვრებას მე ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან კარგი, – ამის შესახებ საქათველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ჯანსაღი კრიტიკა, რომლის ადგილიც პარლამენტშია.

„პარლამენტის ინტერესიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი და 150 ადგილი აუცილებელია, იყოს შევსებული, რათა თითოეული ამომრჩევლის ხმა ისმოდეს საპარლამენტო ტრიბუნიდან. თუ საბოლოოდ მაინც მიიღებენ გადაწყვეტილებას და ისინი შემოუერთდებიან საპარლამენტო ცხოვრებას, მე ვთვლი, რომ ეს იქნება ძალიან კარგი, რადგან ამ ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ჯანსაღი კრიტიკა, რომელის ადგილიც ზუსტად არის პარლამენტში“ – განაცხადა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიუბედური შემთხვევა მარტვილში – გარდაიცვალა 26 წლის ქალი
შემდეგი სტატიათურნავა – მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ