“უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს დელეგაცია იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზზე,”-ფხალაძე მაკკეინის ვიზიტს აფასებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯონ მაკკეინისა და ამერიკელი სენატორების ვიზიტს გამოეხმაურნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხაზს უსვამენ იმას, რომ აშშ-ს მხრიდან მნიშვნელოვანია სენატორების ვიზიტი. ეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი სიგნალია აშშ-ს მხრიდან.

“უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს დელეგაცია იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზზე და საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სენატორებს. განხილული იქნა დემოკრატიული რეფორმები, მედია გარემო და აღინიშნა, რამხელა როლი აკისრია მედიას დემოკრატიის განვითარებაში,“-აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე.

banner
წინა სტატიაში“უნდა დავუპირისპირდეთ ივანიშვილის ამ გეგმას,” – რატიანი პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას მოსმენების გასაღების სუს-დან გამოტანისკენ მოუწოდებს