“ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას მოსმენების გასაღების სუს-დან გამოტანისკენ მოუწოდებს

news
ავტ.: news იანვარი 3, 2017 15:54

“ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას მოსმენების გასაღების სუს-დან გამოტანისკენ მოუწოდებს

ე.წ. მოსმენების საკითხზე კანონპროექტის შემუშავება პარლამენტმა მომავალი კვირიდან უნდა დაიწყოს. საკანონმდებლო ორგანოს საკონსტიტუციო სასამართლომ ვადა 31 მარტამდე მისცა.

ნაციონალური მოძრაობა მმართველ გუნდს მოსმენების სამსახურის გასაღების სუს-დან გამოტანას მოუწოდებს.

„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამრთლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო ივანიშვილი ერთპიროვნული კონტროლი ამ ე.წ. გასაღებზე, გარკვეული მოლოდინი იყო, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორი მხრიდან, რომ რაღაც ცვლილებებს მაინც შეიტანდნენ კანონში, თუმცა ჩემი მოლოდინი, როგორც ჩანს, მართლდება იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი არ დათმობს ამ ერთპიროვნულ კონტროლს და შესაბამისად, სწორედ სუსი იქნება ე.წ. გასაღების მფლობელი სამომავლოდ. ეს გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციურია, პირდაპირ ღალატობს მის დაპირებებს საზოგადოების წინაშე,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

news
ავტ.: news იანვარი 3, 2017 15:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics