ტუსკმა ევროკავშირს მოუწოდა მიგრაციის შესახებ სამიტზე არაბული სახელმწიფოები მოიწვიონ

ევროკავშირმა საგანგებო სამიტი უნდა ჩაატაროს მიგრაციის საკითხებზე, რომელსაც არაბული სახელმწიფოებიც უნდა დაესწრონ – 19 სექტემბერს ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა ავსტრიის ზალცბურგში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი შეხვედრის ორგანიზება, შესაძლებელია, 2019 წლის თებერვალში, ეგვიპტეში. დონალდ ტუსკი შესაბამისი წინადადებით ზალცბურგში სიტყვით გამოსვლას აპირებს – “დოიჩე ველე” წერს. გარდა ამისა, ტუსკმა ევროკავშირის ქვეყნებს საკითხების კონსტრუქციული გადაწყვეტისკენ და ურთიერთბრალდებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ზალცბურგში ევროკავშირის სამიტი 19-20 სექტემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანიის ექს-პრემიერი ციხიდან ორ თვეში გამოვა
შემდეგი სტატიათაკო ჩარკვიანი: რაღა დროს დაბალი , რუსული-კორუფციული სივრცეა