პაკისტანიის ექს-პრემიერი ციხიდან ორ თვეში გამოვა

ისლამაბადის უზენაესმა სასამართლომ 19 სექტემბერს აპილაციის განხილვის შემდეგ პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნავაზ შარიფის განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მიმდინარე წლის ივლისში მას 10 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ყოფილ პრემიერს ლონდონში ელიტარული უძრავი ქონების შეძენაში დასდეს ბრალი. ლონდონის ქონება მას უკვე ჩამოართვეს.
იმავე საქმეზე ციხეში ზის მისი ქალიშვილი მარიამი. სექტემბერში ნავაზ შარიფის ცოლი გარდაიცვალა. სასამართლომ მამა-შვილი დასაფლავებაზე გაუშვა. შემდეგ ისინი ისევ დაბრუნდნენ ციხეში. ექს-პრემიერის ქალიშვილი თავისუფლებაზე გამოვა მამასთან ერთად.

ნავაზ შარიფი პაკისტანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 1990-1993 და 1997-1999 წლებში იყო. მესამეჯერ ის 2013 წელს გახდა პრემიერი. “პანამური დოკუმენტების” გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შარიფი და მისი ოჯახი პაკისტანიდან კატარში რიცხავდნენ ფულს. 2017 წელს სასამართლომ ჩათვალა, რომ შარიფი თანამდებობას არ შეესაბამებოდა და პრემიერობიდან გადააყენა.

banner
წინა სტატიაშიმერკელმა და პუტინმა სირიისა და უკრაინის საკითხები განიხილეს
შემდეგი სტატიატუსკმა ევროკავშირს მოუწოდა მიგრაციის შესახებ სამიტზე არაბული სახელმწიფოები მოიწვიონ