ტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტები ბათუმის მერიისგან

ვინ ააშენებს საზოგადოებრივ ტუალეტებს ბათუმში და საერთოდ აშენდება თუ არა, ამ დრომდე გაურკვეველია. ბათუმის მერიამ, 2016 წელს, ქალაქის სხვადასხვა სკვერში 6 საზოგადოებრივი საპირფარეშოს მოწყობაზე აუქციონი გამოაცხადა, თუმცა საქმე არ გაკეთდა.

თამილა თოფურიძე მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. წლის განმავლობაში 6 საზოგადოებრივ ტუალეტში მიღებული შემოსავლიდან მას ბათუმის ბიუჯეტში მხოლოდ 3200 ლარს გადაეხადა. ხელშეკრულების თანახმად, საზოგადოებრივი საპირფარეშოს ერთი კაბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უნდა მოწყობილიყო. მიწის ნაკვეთები 6 სხვადასხვა სკვერში მერიამ იჯარით, 15 წლის ვადით გაასხვისა.

ტუალეტების მშენებლობაც დაიწყო, თუმცა მშენებლობას, მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის თუ ზოგიერთი ორგანიზაციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. პროტესტის მიზეზად მერიის მიერ შერჩეულ ადგილებს ასახელებდნენ.

ბათუმის მერიამ უკან დაიხია, აუქციონში გამარჯვებულმა მერიასთან ხელშეკრულება მოშალა, ხოლო შედეგად, გამარჯვებულს ზარალი, ქალაქს კი ზოგიერთ სკვერში ტუალეტებისთვის განკუთვნილი მიტოვებული ფუნდამენტები დარჩა.

წყარო :http://batumelebi.netgazeti.ge/

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტს კიდე ერთ უფლებას ჩამოართმევენ
შემდეგი სტატიაბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების ოჯახის წევრებმა პროკურატურის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს