ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების ოჯახის წევრებმა პროკურატურის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ კიდევ ცხრა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გუშინ გამოიტანა, რასაც დაკავებულების ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა.

ბრალდებულების ოჯახის წევრებმა პროკურატურის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც ისინი აცხადებენ, თუ დაკავებულების მიმართ შესაბამისი მტკიცებულებები არ დაიდება, ისინი ქუჩის აქციებს დაიწყებენ.

საქმის ადვოკატის დავით ჯაფარიძის განცხადებით, დაცვის მხარე უახლოეს მომავალში შესაბამის მტკიცებულებებს წარადგენს, რომ დაკავებულთა ნაწილს ის დანაშაული არ ჩაუდენია, რის გამოც არიან ბრალდებული.

„სულ მალე დავდებთ მტკიცებულებებს, სადაც აღმოჩნდება, რომ დაკავებულ პირთა ნაწილს საერთოდ არ ჩაუდენია შერაცხული ქმედება, ხოლო ნაწილმა კი, სულ სხვა დანაშაული ჩაიდინა, რომელიც დღევანდელ დღეს დაპატიმრებას არ ითვალისწინებდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ყველა დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. გირაო მხოლოდ ერთ მათგანს, არასწრულწლოვან პირს შეეფარდა.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 8 მაისს, სხვა დაკავებულებთან ერთად გაიმართება.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით ამ დროისთვის 15 პირია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიტუალეტის მიტოვებული ფუნდამენტები ბათუმის მერიისგან
შემდეგი სტატიასაჯარო რეესტრის თავმჯდომარე მსოფლიო ბანკის კონფერენციაში მონაწილეობს