რუსეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შეძლებენ

რუსეთის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემას საქართველოს ტერიტორიაზე ვერ შეძლებენ – 17 მარტს, როცა რუსეთში პრეზიდენტს აირჩევენ, საქართველოს ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები არ გაიხსნება.

ამის შესახებ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს.

კომისიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მიზეზი „ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის არქონაა“.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოში ათეულ ათასობით რუსი ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანს დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო
შემდეგი სტატიაწულუკიანმა ჩემპიონებს ხელფასი მოუხსნა