წულუკიანის აზრით, პროპორციული სისტემა ქაოსს, დესტაბილიზაციას და “ნაცების დაბრუნებას” ნიშნავს

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ნულოვანი ბარიერით ქაოსი და დესტაბილიზაცია იქნებოდა. ამის შესახებ წულუკიანმა პირველი არც ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერით არც ერთი ქვეყანაში არ არის.

“მაშინ უნდა აღელვებულიყავით, მაშინ უნდა მოგეძებნათ ეს ქაღალდები და ივანიშვილი დაგეგმოთ, რატომ არ დაგმეთ მაშინ?” – მიმართა მან გადაცემის წამყვანს, რაზეც ირაკლი აბსანძემ უპასუხა, რომ ის ეთანხმებოდა ბიძინა ივანიშვილს ამ ინიციატივაში.

“რას ეთანხმებით, ქაოსს და დესტაბილიზაციას ეთანხმებით? ნაცების დაბრუნებას ეთანხმებით ხელისუფლებაში? მე არ ვეთანხმები ნაცების დაბრუნებას ხელისუფლებაში” – თქვა წულუკიანმა, რომელმაც რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის მაჟორიტარულ სისტემას ემხრობა.

მმართველმა გუნდმა პირობა არ შეასრულა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. ამის გამო, ქვეყანაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაშიელენე ხოშტარია: მაცივარში რომ ჩაგვსვათ მაინც არ გავჩერდებით
შემდეგი სტატიაქართული ოცნების ქობულეთის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მანუჩარ ვერულიძემ პარტია დატოვა