ქართული ოცნების ქობულეთის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მანუჩარ ვერულიძემ პარტია დატოვა

ქართული ოცნების ქობულეთის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მანუჩარ ვერულიძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე თავად განაცხადა.

მისი თქმით, პარტიის დატოვების მიზეზი, მმართველი გუნდის მიერ დაპირებების შეუსრულებლობა გახდა.

„დაფუძნების დღიდან ვარ „ქართული ოცნების” წევრი ქობულეთის ორგანიზაციაში, თუმცა პარტია დავტოვე 17 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ დაპირებებს არ ასრულებენ”, – განაცხადა ვერულიძემ.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანის აზრით, პროპორციული სისტემა ქაოსს, დესტაბილიზაციას და “ნაცების დაბრუნებას” ნიშნავს
შემდეგი სტატიალუკა კურტანიძე: აღარაფერი წმინდა აღარ დარჩა, დროა “კბილი კბილის წილ”