წულუკიანი – უკრაინაში დელეგაციის ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა, აღმოჩნდა, რომ არაერთი ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ უკრაინელ მეგობრებს, დაფუძნებული იყო ტყუილზე

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტი შედგა უკრაინაში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ამ ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა და აღმოჩნდა, რომ არაერთი ის ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ უკრაინელ მეგობრებს, დაფუძნებული იყო ტყუილზე.

რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის უკრაინაში ვიზიტს, პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო დელეგაციის ხელმძღვანელს, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე დელეგაციის ყველა წევრს უმრავლესობიდან თუ ოპოზიციიდან. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტი შედგა უკრაინაში. შედეგის მიხედვითაც, ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ბევრი გაუგებრობა გაიფანტა ვიზიტის განმავლობაშ. აღმოჩნდა, რომ არაერთი ის ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დაფუძნებული იყო ტყუილზე და ეს ტყუილი მათ მიეწოდებოდათ შესაბამისი დაჯგუფებების მხრიდან საქართველოში, რომლებიც არ ერიდებიან ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ფეიკ ნიუსების კულტურას, ამ კულტურის დამკვიდრებას. მათ აქვთ წვდომა სახელისუფლებო რესურსზე უკრაინაში, ისინი არ ერიდებოდნენ ტყუილის გავრცელებას. შესაბამისად, ეს ვიზიტი სწორედ ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ უშუალო კონტაქტის დროს წერტილი დაესვას გაუგებრობებს და ჩვენი მეგობრები ფლობდნენ რეალურ ინფორმაციას, რეალურ ფაქტებზე. იცოდნენ, რომ საქართველო და ქართველი ხალხი, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს ჩართულობით, დგას მათ გვერდზე ამ უმძიმეს ჟამს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშისამწუხაროდ, ჰუმანიტარული დერეფნები არ არის – ვერეშჩუკი
შემდეგი სტატიანუ ვუწყენთ, რადგან პატიმარს სჭირდება გარკვეული გართობა და ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ – წულუკიანი სააკაშვილზე