სამწუხაროდ, ჰუმანიტარული დერეფნები არ არის – ვერეშჩუკი

უკრაინაში ზედიზედ მესამე დღეა საევაკუაციო დერეფნები არ იხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი ავრცელებს.

მისი თქმით, რუსული ძალები დონბასის ინტენსიურ დაბომბვას აგრძელებენ.

„დღეს, 19 აპრილს, სამწუხაროდ, ჰუმანიტარული დერეფნები არ არის. დონბასში ინტენსიური დაბომბვა გრძელდება. მარიუპოლის ცნობით: რუსები უარს ამბობენ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ბერდიანსკის მიმართულებით დერეფნის უზრუნველყოფაზე,“ – აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი.

მისი თქმით, ხერსონისა და ხარკოვის ოლქებში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნასთან დაკავშირებით „რთული მოლაპარაკებები“ გრძელდება.

წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით სილიკონ ველიზე Globalize-ის პირველი კონფერენცია გაიმართა
შემდეგი სტატიაწულუკიანი – უკრაინაში დელეგაციის ვიზიტით ბევრი გაუგებრობა გაიფანტა, აღმოჩნდა, რომ არაერთი ინფორმაცია, რომლის გარშემოც წუხილი ჰქონდათ უკრაინელ მეგობრებს, დაფუძნებული იყო ტყუილზე