წულუკიანი: რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო კრიტიკულია პუტინის მიმართ და საქართველოში მის შემოსვლაზე ატეხილი ამ ხარისხის აჟიოტაჟი არ ვიცი, რას ეფუძნება

რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო კრიტიკულია პუტინის მიმართ და საქართველოში მის შემოსვლაზე ატეხილი ამ ხარისხის აჟიოტაჟი არ ვიცი, რას ეფუძნება, – განაცხადა თემის კომენტირებისას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურები აცხადებენ, რომ ამ ადამიანს არ დაურღვევია არც ოკუპაციის შესახებ კანონი და არც ზოგადად, კანონმდებლობა.

„მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ასაკის ვარ და რუსულიც საკმაოდ კარგად ვიცი, არ დაგიმალავთ, რუსულ მედიასა და ტელევიზიებს დიდად თვალს არ ვადევნებ. აქედან გამომდინარე, ამ ჟურნალისტის საქმიანობის დეტალებს ვერ გეტყვით. მაგრამ ერთი რამ, რაც შემიძლია, ვთქვა, არის ის, რომ რამდენადაც ეს რუსეთის ფედერაციაში შესაძლებელია, აჟღერებს პუტინისადმი, მისი საქმიანობისა და მმართველობისადმი კრიტიკას.

შესაბამისად, ასეთი ჟურნალისტი თუ შემოდის საქართველოში, ამის გარშემო ატეხილი ამ ხარისხის აჟიოტაჟი არ ვიცი, რას ეფუძნება. ასევე, ჩვენ გვესმის შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურებიდან, რომ ამ ადამიანს არ დაურღვევია არც ოკუპაციის შესახებ კანონი და არც ზოგადად, კანონმდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნებოდა დაკავებული.

ალბათ, მომავალშიც ჩვენ გვექნება გამოგონილი თემები, რადგან ოპოზიცია დარჩენილია ქუჩაში და მას დასჭირდება, რომ გამოგონილი თემებისგან შექმნას აჟიოტაჟი. არადა, ნამდვილი თემები იხილება აქ. დღეს, როდესაც მიხეილ ჩხენკელი და ეკა ტიკარაძე გამოდიოდნენ, ოპოზიცია აქ რომ ყოფილიყო, მათ რეალურ საკითხებზე შეეძლოთ, ძალიან კრიტიკული კითხვებიც დაესვათ. მაგრამ ამას რადგან არ და ვერ აკეთებენ, ასე თუ გააგრძელეს, საერთოდ გამარგინალდებიან, გამოიგონებენ თემებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ კრიმინალმა იმატა, მონაცემები საპირისპიროს ადასტურებს
შემდეგი სტატიაწულუკიანი – პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს ოპოზიცია