წულუკიანი: “როცა ივანიშვილი ამბობს, პრობლემაზე თავად ვიზრუნებო, სიმშვიდეს გვძენს”

“ეს წერილი, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ რა საკვირველია, როცა ტელევიზიით ვიგებთ შვეიცარიული ბანკის ამბავს, მივესალმებით, რომ სასამართლო დავაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის სიმართლე დოკუმენტურად მტკიცდება და ეს სიმართლე სასამართლო წესით მყარდება. ამას მივესალმები და გვიხარია, მაგრამ როცა თავად ივანიშვილი ამბობს, რომ ეს მაინც ჩემი პირადი პრობლემაა და მე ამაზე თვითონ ვიზრუნებ და თქვენ თავს არ მოგახვევთ, ეს გარკვეულწილად ჩვენ გვძენს უფრო მეტ სიმშვიდეს, რომ პრობლემები არის, მაგრამ თავად ის, ვისაც ეს პრობლემები ეხება, ცდილობს მორიგ ჯერზე გაარიდოს ეს პრობლემები საკუთარ ქვეყანას”,-თქვა ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი-„საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს, ვეღარ გავიგე, პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ გვერდით აღარ გვყავს“
შემდეგი სტატიამეთიუ ბრაიზა: ამერიკაში არავის აინტერესებს რას იტყვის “ქართული ოცნება” ელჩ დეგნანზე”