თეა წულუკიანი-„საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს, ვეღარ გავიგე, პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ გვერდით აღარ გვყავს“

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE-ის“ ეთერში განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მაქსიმალურად დაზიანებულიყო.

„პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოვსულიყავით მაქსიმალურად დაზიანებულიყო ევროინტეგრაციის გზაზე, როდესაც 3 ქვეყანა ე.წ. ვერდიქტს ველოდებოდით, რომელსაც უფრო გრძელვადიანი პერსპექტივისთვის უფრო ფართოდ უნდა გაეღო კარი. ამაში პრეზიდენტმა ძალიან დიდი როლი შეასრულა და ამაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მაგალითისთვის, ქვეყნის შიგნით ის ამბობდა, რომ რეფორმები არ ტარდება, რაც ტყუილია. ამბობდა, რომ მთავრობა არაფრის მაქნისია, რაც ტყუილია. აყენებდა შეურაცხყოფას, ვისაც კი შეეძლო. მანამდე, თორემ ახლა საერთოდ რომელ ჟანრში მსახიობობს უკვე ვეღარ გავიგე. შემდეგ ქვეყნის იქით მიდიოდა და ამბობდა, რომ საქართველოს გაუხსენით გზა და იქაც, რომ მიდიოდა, სავარაუდოდ, კრიტიკით იყო დაკავებული… ერთს ვიტყვი მხოლოდ, საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა, ძალიან გვჭირდება, მაგრამ გვერდით აღარ გვყავს. ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: რა თქმა უნდა, ივანიშვილის წერილი რეზონანსულია, რომელ სპექტრსაც უნდა შევხედოთ პოლიტიკურ პეიზაჟზე
შემდეგი სტატიაწულუკიანი: “როცა ივანიშვილი ამბობს, პრობლემაზე თავად ვიზრუნებო, სიმშვიდეს გვძენს”